18:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 13:32:11, 1244 ნახვა

საზოგადოება
უცხოელმა ექსპერტებმა მინდელის შახტის შესწავლა დაიწყეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ოთხკაციანმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად შახტაში არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, სამუშაო პროცესი 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა ამ დროისთვის იქნება ცნობილი. ექსპერტები დოკუმენტაციას შეისწავლიან, ასევე, უბედური შემთხვევის ადგილს და მთლიანად შახტს დაათვალიერებენ.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, თანამშრომლობისთვის და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდებისთვის მზად არიან. ჯამბულ ჯაყელი ვარაუდობს, რომ დასკვნის დადების შემდეგ სამუშაო პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. მანამდე კი სახელფასო ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

შახტაში არსებულ ვითარებას გერმანული კომპანია "დიემტი" და ქართული კომპანია "საფკო" შეისწავლიან.

 

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics