|
2018-11-07 21:23:28, 2324 ნახვა
სამართალი
არსებული ინფორმაციით, ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
არსებული ინფორმაციით, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებენ. როგორც „ძალა ერთაობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. „დღეს როცა ივანიშვილი ამბობს, რომ რაღაც შეისმინა ხალხისგან, მეორე ხელით ისინი პირდაპირ დანაშაულს ჩადიან. ამ დანაშაულს ჩადიან დღისით მზისით, ყველას თვალწინ. მათი მცდელობაა, რომ დააშინონ ხალხი. ხალხნო, ვერავის ვერ დააშინებთ ამით, მე ეს მინდა ვუთხრა. ყველა ამ ფაქტს ექნება რეაგირება ჩვენი მხრიდან და პირობას გაძლევთ, რომ თქვენ ახალქალაქს და ნინოწმინდას ყველა ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო, აუცილებლად ტოტალურად წააგებთ მეორე ტურში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებულს სამართალდამცველები კითხავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)