|
2018-11-07 10:21:41, 3425 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა „დემოკრატებმა“ მოიპოვეს, სენატს ისევ „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, “დემოკრატიულმა პარტიამ” ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, რესპუბლიკელებმა კი, უმრავლესობა სენატში შეინარჩუნეს. მედიის ცნობით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" გამარჯვება ინდიანასა და ჩრდილოეთ დაკოტაში, აგრეთვე ტენესისა და ტეხასის შტატებში მოიპოვეს. აღნიშნული შტატების შედეგები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხსენებულ შტატებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლორებენ. იმისთვის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ეს სურათი შეცვალოს, შუალედურ არჩევნებში 435-მანდატიან კონგრესში, სენატის 51 სავარძელი და წარმომადგენელთა პალატის 218 ადგილი უნდა მოიპოვოს. არჩევნების შედეგებს თეთრი სახლის ლიდერი უკვე გამოეხმაურა. მან რესპუბლიკური პარტიის მიღწევები დადებითად შეაფასა. "უდიდესი წარმატებაა. მადლობა ყველას", - დაწერა ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)