11:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 13:10:46, 1425 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე: ტყვიებს ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, როცა ჭედავ ტყვიებს, იწყებ სამოქალაქო ომსაც

„ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, როცა ჭედავ ტყვიებს, შენ იწყებ სამოქალაქო ომსაც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ განცხადებით ფოფხაძემ მისივე სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით შესაძლოა სამოქალაქო ომი დაიწყოს.

„ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის. თუ ტყვეებს არ ვესვრით ერთმანეთს, ვწირავთ მოღალატეებად ერთმანეთის შერაცხვით. როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე. ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ,  შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და სამოქალაქო დაპირისპირებასაც და წირავ ვიღაცეებს. ვისაც აქვს მოლოდინი ჩვენს  შორის ჩატეხილი ხიდი კიდევ შეიძლება აღდგეს, აღარ აღდგება არასდროს. არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ საჭირო არ არის. წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი უნდა დარჩეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics