16:21 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-04 13:21:42, 1053 ნახვა

საზოგადოება
პარამედიკოსების მეოთხე ჯგუფის მომზადება დასრულდა

გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მომზადება გრძელდება. წარმატებულ კურსანტებს დღეს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. პარამედიკოსები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. ამ დროისთვის, უკვე პარამედიკოსთა ოთხი ჯგუფი მომზადდა.

ამავდროულად, ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან.

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და  გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics