|
2018-11-03 18:12:48, 3426 ნახვა
მსოფლიო
შიმშილის სიმბოლოდ ქცეული იემენელი გოგონა გარდაიცვალა
იემენელი ბავშვი, 7 წლის ამალ ჰუსეინი, რომლის ფოტომაც მთელი მსოფლიო შეძრა, გარდაიცვალა, - ამის შესახებ New York Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამალ ჰუსეინი ჩრდილოეთ იემენში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, ბოლო დროს კი UNICEF-ის კლინიკაში მკურნალობდა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ გოგონა კლინიკაში "ექიმები საზღვრების გარეშე" უნდა გადაეყვანათ, თუმცა ოჯახს მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა არ ჰქონდა. მედიის ცნობით, დედამ გოგონა კლინიკიდან გაწერა და სახლში წაიყვანა, სადაც ის 3 დღის შემდეგ გარდაიცვალა. გოგონა შიმშილისგან დაიღუპა. ამალ ჰუსეინის ფოტო თავდაპირველად New York Times-მა გამოაქვეყნა და თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა მისი ამბავი. ის იემენრში არსებული რთული ვითარების სიმბოლოდ იქცა. შეგახსენებთ, რომ იემენში მთავრობასა და შიიტ ჰუსიტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2014 წელს დაიწყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)