17:52 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 12:14:04, 789 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი.

როგორც შეწყალების კომისიის თავჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 14 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია.

ქორიძის ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან საპატიმროს 180 მსჯავრდებული დღეს დატოვებს, მათ შორის  10 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია.   დანარჩენ 46 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა, აქედან 4 ქალბატონია.

 ზვიად ქორიძის განმარტებით,  შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დღეს მიიღო და შეწყალების საკითხთა კომისიის რეკომენდაციას დაეყრდნო.

მისივე თქმით, შეწყალების საკითხთა კომისიამ ინფორმაციის სახით, ჯამში,  1329 პირის საქმე განიხილა. შეწყალებულთა შორის, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები ჭარბობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics