|
2018-11-02 12:29:43, 1612 ნახვა
ეკონომიკა
ელგუჯა მელაძე: Doing Business-ის წარმატება ეფექტური და ადეკვატური მუშაობის შედეგია
საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების - დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის „Doing Business 2019“ - ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 3 საფეხურით გაუმჯობესება უდავოდ დიდი წარმატება და იმ მიღწევების აღიარებაა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია. ამავე დროს, მასში აისახა ის გამოწვევებიც, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. ამდენად, ეს არის ახალი სამიზნე მაჩვენებლები, რომელთაც მომავალ წლებში უნდა მივაღწიოთ და უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად ვიმუშაოთ. „პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის პრეზენტაციისას, ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლები, ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოში კარგი და ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო კლიმატია. სწორედ ისეთი რეიტინგების გათვალისწინებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკის “Doing Business”, ჩვენი განცხადებები ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შესახებ არ არის ლიტონი სიტყვები. ისინი გამყარებულია ავტორიტეტული რეიტინგებითა და საერთაშორისო კვლევებით. “Doing Business” - ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის 3 საფეხურით გაუმჯობესება ერთობლივი კარგი მუშაობის შედეგია. პირველ რიგში, გამოვყოფდი მთავრობის მხრიდან ეფექტური და ადეკვატური მუშაობას,“ - განაცხადა ელგუჯა მელაძემ. ამავე დროს, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ბიზნესის მნიშვნელოვან როლზეც, რომელსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვს ქვეყნის სამთავრობო უწყებებთან, აწვდის მას ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოში ბიზნეს მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)