|
2018-11-01 10:28:49, 899 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდსა და მარნეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრში წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო იქნა მიღებული. 2018 წლის 30 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში გაიმართა ცენტრის კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იყო პტი-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები. საკითხის განხილვის პროცესში გამოკვეთილი გარემოებების გამო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ მარნეულში მდებარე ინსპექტირების ცენტრებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე. კერძოდ: ზუგდიდში ( პუშკინის ქ. 102) მდებარე შპს „ტრანს ჯგუფი“-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს სრულად შეუჩერდა აკრედიტაცია (M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ერთი HV ხაზი); M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიების გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება); მარნეულში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს "ტექ 2017" A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს კი აკრედიტაცია შეუჩერდა 8-დან ორი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ( N2, N3, კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება). ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა, რომელთაც სრულად შეუჩერდათ აკრედიტაცია ან შეუმცირდათ სამოქმედო სფერო, უნდა აღმოფხვრან შეუსაბამობები და გაიარონ ხელახალი აკრედიტაცია 3 თვის შემდეგ.
(NS)
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)