01:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 18:12:24, 652 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენელმა UEFA-ს სემინარში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა გერმანიაში, ქ. მიუნხენში, UEFA-ს ინიციატივით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო. სწავლებას კონტრტერორიზმის ექსპერტები უძღვებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სემინარის თემა იყო „სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე ტერორიზმის საფრთხეები და მათი პრევენცია“.

UEFA-ს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და გამოცდილება გაუზიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს სემინარებში, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics