09:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 12:11:24, 1226 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე წააგო

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, პარიზში გახსნილ საარჩევნო ოლქში დამარცხდა.

პირველი ადგილი 41 ხმით გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაიკავა, ზურაბიშვილს მხარი 35 ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო დავით ბაქრაძეს 22-მა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, პარიზის ოლქში ზურაბ ჯაფარიძემ (გირჩი) 16 ხმა მიიღო, დავით უსუფაშვილმა (თავისუფალი დემოკრატები) 12, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 6 ხმა მიიღო, თეიმურაზ შაშიაშვილმა (დამოუკიდებელი კანდიდატი) 3.

ცნობისთვის, დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა - 38,63%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % მიიღო, დავით ბაქრაძემ 10.97%.

შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, თუ 50%-იან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი გადალახავს, არჩევნები მეორე ტური უნდა შედგეს და მასში მონაწილეობა პირველ და მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატებმა უნდა მიიღონ. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics