07:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 15:26:44, 1632 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჟინვალის 47-ე უბანზე ამომრჩევლებს 20, 30 და 50 ლარს ურიგებენ

"ჟინვალის 47-ე უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ ქაღალდები, სადაც კონკრეტული გვარები არის ჩამოწერილი, კონკრეტული თანხებით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცესკოს ვებ-გვერდი მუშაობს ხარვეზებით და შესაძლოა ეს ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები მანიპულიაციისთვის გამოიყენოს.

"ვებ-გვერდი მუშაობს ხარვეზებით და არ იტვირთება დროულად ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა ხელისუფლებამ გამოიყენოს არჩევნების შედეგები მანიპულიაციისთვის. ჩვენ თითოეულ უბანზე გვყავს წარმოამდგენლები, რომლებიც ითვლიან ამომრჩევლის რაოდენობას და შესაბამისად შეუძლებელი იქნება აქტივობის მონაცემების გამოყენებით არჩევნების შედეგების გაყალბება. ასე, რომ მოვუწოდებთ ცესკოს აღმოფხვრას დორულად ეს ხარვეზები საკუთარ ვებ-გვერდზე და დროულად მიაწოდოს საზოგაოდებას ინფორმაცია აქტივობის შესახებ, რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ფიქსირდება "ძალა ერთობაშიას" ვებ-გვერდზე www.ertoba2018.ge ჯერჯერობით ფიქსირდება 800-ზე მეტი დარღვევა. ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევები არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, მაგალითად ჟინვალის 47-ე უბანზე, დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აღმოაჩნდათ ქაღალდები, სადაც კონკრეტული გვარები არის ჩამოწერილი, კონკრეტული თანხებით. რა ღირს დღეს მოღალატე სალომე ზურაბიშვილის არჩევა, მოცემულია სხვადასხვა თანხები, 20, 30, 50 ლარი ასეთი ტიპის მეთოდებით ცდილობს დღეს "ქართული ოცნება" მოისყიდოს ამომრჩევლების ხმები. ეს არ არის უბრალოდ დარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა ბოკუჩავამ.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics