|
2018-10-27 15:05:51, 4078 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ი ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
ამერიკის შტატ ფლორიდაში დააკავეს კაცი, რომელიც მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ფოსტით ასაფეთქებელობებს უგზავნიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 56 ცეზარ სეიქო პოლიიამ ავტონაწილების მაღაზიაში აიყვანა. მას კრიმინალური წარსული აქვს, კერძოდ, 2002 წელს ის ბომბის ამოქმედების მუქარის გამო დააკავეს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სეიქოს 58 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მედიის ცნობით, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის მთლიანობაში 12 საეჭვო ამანათის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისულება ძალებს არ დაიშურებდა, რათა იმ პირების ვინაობა დაედგინა, ვინც მოწყობილობებს აგზავნიდა. ტრამპის თქმით, გამოძიება ფედერალურ დონეზეა დაწყებული. ცნობისთვის, უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები კლინტონების სახლში, CNN-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან გააგზავნეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთანაც იპოვეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)