|
2018-10-26 20:58:43, 2754 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანან ქვაჩახიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, მწერალმა და ჟურნალისტმა შორენა ლებანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის დირექტორებმა და აფხაზური ენის პედაგოგებმა. საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური აფხაზურენოვანი წიგნების გამოფენა მოეწყო, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის საჯარო სკოლების მიერ შესრულებული აფხაზური კალიგრაფიის ნიმუშები და აფხაზურ ენაზე ნათარგმნი აფხაზეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის შესახებ გამოცემული წიგნები. ჟურნალ ,,იალქანის“ რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ ,,ცა აფხაზური“ პროექტის ფარგლებში ქართულ-აფხაზურ ენაზე ჟურნალის სპეციალური გამოცემა წარადგინა. ჟურნალისტმა ირმა ოსიამ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებლი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" მნიშვნელობაზე ისაუბრა. აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუშნი ლასურიას მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი და აფხაზური ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების ბოლოს ანსამბლმა შავნაბადამ აფხაზური სიმღერები შეასრულა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. ღონისძიების მიზანი აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვაა.
(NS)
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)