|
2018-10-25 13:33:08, 1351 ნახვა
პოლიტიკა
„ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა“ - TI ანგარიშს აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე. "განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავლენიანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები. აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება
რეკომენდაციები სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმებისა და დისკრედიტირების მცდელობისგან; საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის რეფორმირების საკითხზე დისკუსიის დაწყება. იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობითა და არსებული მანდატით კომისია არაეფექტიანად მუშაობს; საჭიროა საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე; საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავი უნდა შეიკავონ მათზე დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო ჩაბმისგან და პატივი სცენ მათ შრომით უფლებებს. ასევე, თანამშრომელთა აგიტაციაში ჩაბმით არ შეაფერხონ მუნიციპალური ორგანოების ფუნქციონირება; საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებები კანონის ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებიც მის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს; საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებიდან და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის; საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები", - ნათქვამია ანგარიშში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)