|
2015-06-11 10:23:40, 417 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს პროექტს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები გაეცნენ
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს (სკოლის მოსწავლეებს) პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გააცნეს. სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლემ მოისმინა ინფორმაცია ფულად-საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით. თბილისის იუსტიციის სახლში გამართული შეხვედრის მიზანი იყო 14-18 წლის მოზარდებში შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა მოისმენს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იცოდნენ ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დრო და ენერგია. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პრევენციული კომუნიკაციის პროექტი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA) ერთად ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება ვალაუვალობის რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ რამდენიმე ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)