03:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 12:18:40, 4015 ნახვა

მსოფლიო
დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კენჭს უყრის

დღეს სომხეთის პარლამენტში კენჭისყრის პირველი ტური გაიმართება, რათა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აირჩიონ, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფრაქცია „ელკის“ მიერ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი. თუმცა, მისი კანდიდატურის დასახელება ფორმალურია, რადგან ფაშინიანი თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად დაინტერესებულია, რომ ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრი არ აირჩიოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

ფაშინიანის განმარტებით, მისი გადადგომა საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისივე მტკიცებით, ვადამდელი არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. მისივე თქმით, არჩევნები დეკემბრის თვეში ჩატარდება.

შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics