03:03 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 15:00:04, 2146 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდა

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ გაერთიანებული სამეფოს ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მოიპოვა. ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხა და ოქროს მედალოსანი გახდა.

მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად საქართველოდან გულშემატკივრობდნენ. მატჩის დასრულებისთანავე, მათ ქართველ სამხედროებს გამარჯვება სატელეფონო საუბრის საშუალებით მიულოცეს და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. 

ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, გამარჯვებების შედეგად კი, ფინალურ შეხვედრაში გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს შეხვდნენ.

„ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში  გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

სპორტული შეჯიბრება, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და პრინც ჰარის პატრონაჟით იმართება, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics