04:29 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-21 18:37:56, 1776 ნახვა

პოლიტიკა
შსს ფარულ ჩანაწერებზე მოკვლევას აწარმოებს

შს მინისტრი გიორგი გახარია ფარულ ჩანაწერებზე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიება კი იმის მიხედვით დაიწყება თუ ჩანაწერის შინაარსიდან რომელიმე დეტალი მაინც დადასტურდება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics