|
2018-10-21 12:14:08, 3905 ნახვა
მსოფლიო
აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვებს
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან 1987 წლის შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს, რომელიც საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად ის გარემოება დაასახელა, რომ არსებული შეთანხმება რუსეთმა დაარღვია. აშშ არ აპირებს „ამ ფაქტის მიღებას“ და გავა უმოქმედო შეთანხმებიდან. საქმე ეხება 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მხარეები, 500-5500 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულებას რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების საფუძველზე 2700-ზე მეტი რაკეტის განადგურება მოხერხდა. როგორც Fox News-თან ინტერვიუში ტრამპი განმარტავს, რუსეთი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან არ ასრულებდა. „წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)