04:29 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-21 12:05:17, 1600 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბიშვილმა ექიმებისგან ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი სტატისტიკაა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მედიცინის სფეროს განვითარებისთვის ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს.

„ქვეყანა დგას ორ ფეხზე – ერთი არის განათლება და მეორე ჯანდაცვა. დღეს საინტერესო შეხვედრა მქონდა ექიმებთან. იყო ძალიან საინტერესო იმით, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არამედ ის ძალიან დიდი პოტენციალი, რაც არსებობს საქართველოში ამ სფეროში და რისი განვითარებაც შეგვიძლია. მედეას ქვეყანა მედიცინის ქვეყნად უნდა ვიქცეთ და უფრო განვვითარდეთ ამ მიმართულებით. ექიმების მზად არიან, ჩაერთონ და ერთად ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და ძალიან სწრაფად ისევ შევიკრიბებით, რომ ამ მიმართულებით უფრო ჩამოვყალიბდეთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics