17:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 13:48:05, 2646 ნახვა

სამართალი
მზადება „კანაფის ფესტივალისთვის“ - „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

„გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.

ჯაფარიძის თქმით, ისინი განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

ხვიჩია და მეგრელიშვილი „გირჩის" სხვა ლიდერებთან ერთად, დაკავების მომენტში დედაენის ბაღში იმყოფებოდნენ.

"გვითხრეს, ჩხრეკაზე გადაგვყავს და განყოფილებაში უნდა გავჩხრიკოთო. შევთავაზეთ, რომ აქვე შეეძლოთ ჩხრეკა ჩაეტარებინათ, მაგრამ უარი გვითხრეს. ახლაც აქ მოძრაობს დიდი ჯგუფი. სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და ასე ცალცალკე წაგვიყვანენ ყველას. სანამ ეს მომხდარა, მინდა, იცოდეთ, რომ ფესტივალი ტარდება ჩვეულებრივად. აქ ადამიანები შეიკრიბებიან 4:20-ზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მათ შორის ის ხალხიც, ვინც აქ აპირებს მოვიდეს, რაღაცები გაყიდოს, იყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ხვიჩიას და მეგრელიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ცნობისთვის, „გირჩი“ დღეს დედაენის ბაღში „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის“ გამართვას გეგმავს. ფესტივალი 16:20 საათზე უნდა დაიწყოს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics