|
2018-10-19 12:11:51, 3525 ნახვა
მსოფლიო
დეიმონ ვილსონი: რუსეთის მიზანია შეზღუდოს ქვეყნების სუვერენიტეტი - ისინი უნდა დავიცვათ
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის განცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ევროპის აღმოსავლეთ რეგიონების ქვეყნები კრემლის რეჟიმის მძევლები აღარ გახდნენ. როგორც ვილსონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოსკოვის მიზანია ნატო-სა და ევროკავშირს გაფართოებაში ხელი შეუშალოს. „დღეს, კრემლი კიდევ უფრო მეტად ცდილობს ცენტრალურ ევროპაში მიღწევების უკან დახევას და ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებში ამგვარი მიღწევების პრევენციას. მოსკოვის მიზანია ხელი შეუშალოს ნატო-სა და ევროკავშირს აღმოსავლეთის გაფართოებას და შეზღუდოს ევროპის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნების სუვერენიტეტი. უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხეები რომლებიც ევროპის აღმოსავლეთში ქვეყნებს ემუქრება, ჩვენი საერთო გამოწვევაა. იმის დაშვება, რომ ეს ერები ოკუპაციისა და დაშინების მძევლები იქნებიან, ევროპაში არასტაბილურობისა და კონფლიქტის რეცეპტია. დასავლეთმა უნდა დავიცვათ ამ ერების უნარი იყონ სუვერენული, ერთიანი და თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. რეფორმის გზა უნდა აირჩიონ კიევში, კიშინიოვში, ერევანსა და თბილისში”, - აცხადებს აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)