14:59 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 14:48:43, 1296 ნახვა

სამხედრო
ნორიოს ბაზაზე სერჟანტების გეგმიური შეკრება მიმდინარეობს

მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს ბაზაზე აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფთა სერჟანტების გეგმიური შეკრება მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ნორიოს ბაზას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ესტუმრნენ. მათ სერჟანტებს ომების სახეობებისა და გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ ლექცია ჩაუტარეს.

ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები საფუძვლიან სამეთაურო მომზადებას გაივლიან. კურსის განმავლობაში ტაქტიკური და საცეცხლე სწავლებებიც განხორციელდება. სწავლება 25 კილომეტრიანი მარშით და საბრძოლო სროლებით დასრულდება. სერჟანტების მომზადებას აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი მანუჩარ დავითური ხელმძღვანელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics