|
2015-06-10 14:48:07, 1211 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სომეხ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის საკითხსაც. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი გიორგი სურმავა, ასევე, სომხეთის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სტეფან გალსტიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. დღესვე, სომხური დელეგაციის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. გენერალ-პოლკოვნიკი ხაჩატუროვი საქართველოში ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სომხური დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)