03:22 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 17:04:43, 1666 ნახვა

პოლიტიკა
ფოთის მერი და პარლამენტის 2 დეპუტატი - პოლიტიკოსებმა ზურაბიშვილს 150 ათასი ლარი შესწირეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 40 ათასი ლარი შესწირა.

აღნიშნული შემოწირულობა ზურაბიშვილმა 15 ოქტომბერს მიიღო.

შემწირველებს შორის არის პარლამენტის დეპუტატი ""ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია, რომელმაც ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობა კიდევ ერთი დეპუტატის ოჯახისგან მიიღო. კერძოდ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარის მეუღლემ, ნათია ხვისტანმა ზურაბიშვილს 50 ათასი ლადი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველი კვირის განმავლობაში ზურაბიშვილის მილიონ 1.5 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მიღებული შემოწირულობის ფარგლებში. 

მანამდე ზურაბიშვილს თბილისის მერმა კახა კალაძემ (50 ათასი ლარი) და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმამ შესწირეს. 

ყველაზე დიდი თანხა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოწირულობის გზით მიიღო 60 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მცირე 30 თეთრია, რომელიც მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ჩარიცხეს. 

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics