|
2018-10-17 12:29:05, 685 ნახვა
საზოგადოება
მომავალ წელს თბილისს კიდევ 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება
მომავალ წელს თბილისს კიდევ 11 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის დაკმაყოფილება. „ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციითაა განსაზღვრული. გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება, მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ბაღში მოხვედრის შესაძლებლობა ყველა ბავშვს არ აქვს. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საბავშვო ბაღების ნაკლებობითაა გამოწვეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე იმ 11 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება. „2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული. წელს დაახლოებით, 10 ბაღი აშენდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საკმარისი. როდესაც ბაღებში რეგისტრაცია ცხადდება, მშობლები შვილების დარეგისტრირებას ვერ ასწრებენ, ანუ დასწრებაზეა ყველაფერი, იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმაო რაოდენობის ბაღები, კონკრეტულ ჯგუფებში კი, ბავშვების დიდი რაოდენობაა, რაც უხერხულობას ქმნის. შესაბამისად, ახალი ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ახალი ბაღები დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)