|
2018-10-17 09:58:14, 2724 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ეროვნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მან საზოგადოებას სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრიობა მისცა. „მე თანამდებობიდან მივდივარ. ყველას წარმატებას ვუსურვებ არჩევნებში. ჩვენ სამართლიანი არჩევნების გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ეს გადადგომა ფორმალურია, თუმცა, მაინც ამაღელვებელი მომენტია მისთვის. ფაშინიანის განმარტებით, მისი გადადგომა საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისივე მტკიცებით, ვადამდელი არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო. შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)