|
2018-10-16 12:22:40, 1094 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკის მწარმოებელი ქვეყანა
„საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის და ვერც სხვა ნარკოტიკის მწარმოებელი ქვეყანა. ეს იარლიყი არ შეიძლება მიეწეროს ჩვენს სამშობლოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალურია, თუმცა საქართველოში მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტის იდეა მისთვის მიუღებელია. „ჩემთვის გაუგებარი იყო ის დებატები, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე. საზოგადოებამ იცის, რომ ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ. არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია და არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები უნდა იჯდნენ ციხეში და იხდიდნენ სასჯელს როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, სრულიად მიუღებელია ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა საქართველოში და მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე - პირველი არის ის, რომ თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად უფრო მეტი ადამიანი სავარაუდოდ, გახდება ამ სენის მსხვერპლი. რაც შეეეხება მეორე საკითხს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება მოყვეს რთული შედეგები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)