06:54 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 17:41:51, 1704 ნახვა

საზოგადოება
„გირჩი“ მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმავს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმას.

ფესტივალის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, ფესტივალის მონაწილეები გაყიდიან.

მისივე თქმით, აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეიძინონ ის პროდუქტი, რომლის მოხმარების უფლებაც აქვთ.

„ცივილურად უნდა შეიძინონ და უნდა ჰქონდეთ კულტივაციის უფლებაც. ამ ორი უფლების დასაკანონებლად არის ეს აქცია. ადამიანს უნდა ჰქონდეს ლეგალური ნივთიერების ლეგალურად შოვნის ერთი გზა მაინც. გვინდა, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარების ცივილური ფორმები გადმოვიტანოთ. ამ ფესტივალზე ადამიანებს საშუალება ექნებათ, მოიტანონ მარიხუანასთან დაკავშირებული თავიანთი პროდუქტი და გაუცვალონ სხვა ადამიანებს, გაყიდონ, ან როგორც სუვენირი, ისე გადასცენ. მიგვაჩნია, რომ ამის უფლება მოგვცა საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics