05:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 14:18:41, 1140 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ის სტუდენტებმა აღსრულების სამართლის კურსი გაიარეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს.

ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ერთ კვირიანი ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტმა გაიარა.

მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილე მხარეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება, გადახდისუუნარობა.

პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე ახალკაცი, მარიამ კლდიაშვილი, ეკატერინე მარხვაშვილი და პაატა შამუგია უძღვებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და საქმისწარმოების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics