|
2018-10-11 15:17:40, 2847 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პირი „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. ამასთან, სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის ვინაობას არ ასახელებს. "სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრის ნერვიულობას მიაქციეს ყურადღება და გადაწყვიტეს, მის მიმართ უფრო საფუძვლიანი კონტროლი ჩაეტარებინათ. მისი საბუთების დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტია და 28 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაში უარი ეთქვა და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)