|
2018-10-11 13:13:42, 2244 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: რუსეთი შესაძლოა, ორგანიზაციიდან გარიცხონ
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიიღებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, იაგლანდმა დასძინა, რომ რუსეთი შესაძლოა ევროსაბჭოდან გარიცხონ. იაგლანდმა ოფიციალურ მოსკოვს თანხის შესატანად ვადაც დაუწესა. მოსკოვმა საწევრო გადასახადი 2019 წლის შუა პერიოდამდე უნდა გადაიხადოს. „ევროსაბჭოს წევრი სანახევროდ ვერ იქნები. ევროსაბჭოს წესდების მეცხრე მუხლი ამბობს, რომ თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა იაგლანდმა. მისივე თქმით, თუ რუსეთი ორგანიზაციის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ ევროსაბჭოს ბიუჯეტის კორექტირება გახდება საჭირო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)