|
2015-06-09 18:52:16, 417 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში პრაღის პროცესის მიზნობრივი ინიციატივის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პრაღის პროცესის მიზნობრივი ინიციატივის მეხუთე საპილოტე პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, პროექტი არალეგალური მიგრაციის საკითხებზე, პოლონეთის და რუმინეთის ხელშეწყობით, 2014 წლიდან ხორციელდება და წევრ ქვეყნებს შორის არარეგულარულ მიგრანტთა მოქალაქეობისა და პირადობის დადგენის საკითხებზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. სამუშაო შეხვედრაზე არალეგალური მიგრაციის შესახებ პრაღის პროცესის მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, პრაღის პროცესის პროექტში მონაწილე ქვეყნების (სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის რესპუბლიკის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, უნგრეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, ჰოლანდიის, პოლონეთის რესპუბლიკის, რუმინეთის რესპუბლიკის, სერბეთის და უკრაინის) სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრის შემდეგ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერეს და დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. პრაღის პროცესის სამდივნოს ფუნქციას მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ასრულებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად კოორდინაციას უწევს საპილოტე პროექტების განხორციელებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)