|
2015-06-09 18:49:59, 416 ნახვა
საზოგადოება
არქივების საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ არქივში
არქივების საერთაშორისო დღე იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენით აღინიშნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ერონულ არქივში საზღვარგარეთის ქვეყნების შესახებ დაცული წერილობითი მასალები და ფოტოები. ამ ქვეყნებს შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, შვედეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ბელგია და სხვა. ღონისძიების გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც არქივების საერთაშორისო საბჭოს წევრი, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს არქივების საერთაშორისო დღეს. არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. გამოფენა 19 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)