14:06 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 16:36:05, 1946 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

„ეს მნიშვნელოვანი გამოფენაა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ თემატური სტენდი ბათუმიდანაც არის წარმოდგენილი“, -ამის შესახებ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული თემატური პავილიონის დათვალიერებისას განაცხადა, სადაც მრავალ საინტერესო სტენდთან ერთად, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში" იყო წარმოდგენილი.

„ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის დელეგაციის წევრები პრემიერის ხელმძღვანელობით,  ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებაში.  მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება  ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში - ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებზე ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი მომავალში ქართული სახეებითა და ქართული გამომცემლობებით", - განაცხადა რიჟვაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს თემატური სტენდები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსსა და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

სტენდების პავილიონში წარმოდგენილია წიგნის ცენტრის და ქართველი გამომცემლების, მეცნიერების, ინოვაციების სააგენტოს, სახელოვნებო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სტენდები. საქართველოს თემატური სტენდები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს არაერთ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას სთავაზობს, რომლის გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს კვირის ბოლომდე ექნება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics