|
2018-10-10 14:27:49, 2673 ნახვა
მსოფლიო
„ეს ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის“ - რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებს
რუსეთის საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქს უფლებების გადამეტებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Tass იუწყება. რუსეთის პატრიარქ კირილეს შეფასებით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს. "ვილოცებთ იმისთვის, რომ იძულებითი გაყოფა, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებების გამო მოხდა, არ იყოს სამუდამო. ასე მოხდა, XI საუკუნეში, როდესაც რომის ეპისკოპოსმა ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა და ეს ერთიანი ეკლესიის დაყოფის მიზეზი გახდა. სიმართლის და მართლმადიდებლობის მხარეს ვართ. კანონები, რომლებითაც ეკლესია ხელმძღვანელობს ღმერთის მიერაა შექმნილი. ამიტომ, ყოველთვის როდესაც პოლიტიკოსები ჩვენს საქმიანობაში ერევიან, ეს კრახით სრულდება. ახლა როდესაც გარკვეული ძალები ცდილობენ უკრაინული ეკლესია განაცალკევონ რუსეთის ეკლესიისგან, გაანადგურონ ჩვენი ერთობა, ვიცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. მისივე შეფასებით, უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესაძლო მინიჭება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის. ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)