|
2018-10-10 10:33:13, 2596 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: გაერო-ში ელჩის პოსტზე ივანკა შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, მისი შვილი ივანკა, შესანიშნავი იქნება გაერო-ში ელჩის თანამდებობაზე. ინფორმაციას The Independent ავრცელებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თავის შვილს "დინამიტი" უწოდა. "მსოფლიოში არავინაა უფრო კვალიფიციური, ვიდრე ივანკა ტრამპი, რომელსაც შეუძლია გაეროში აშშ-ის მუდმივი ელჩის თანამდებობა დაიკავოს. მინდა გითხრათ, რომ ივანკა ამ თანამდებობაზე დინამიტის მაგვარი იქნებოდა, თუმცა, ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩის ადგილი ვაკანტური მას სემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალურად 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ნიკი ჰეილი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ, რის შემდეგად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეილიმ გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 6 თვის წინ მიაწოდა. "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დაგვიბრუნდება, თანამდებობა შეუძლია თავად აირჩიოს", - განაცხადა ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)