|
2018-10-10 09:11:24, 1980 ნახვა
მსოფლიო
რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია
ევროსაბჭომ მოსკოვს სანქციების გაუქმებაზე უარი უთხრა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რეზოლუცია განსახილველად კომიტეტებში დაბრუნდა. აღნიშნულ საკითხს 99 მომხრე, 79 - წინააღმდეგი ჰყავდა. 16 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. „რეზოლუცია დაბრუნდა კომიტეტებში. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში რუსეთს არ აღუდგება ხმის უფლება ევროსაბჭოში", - განაცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა. „ეს არის ევროსაბჭოს დიდი გამარჯვება, რომ არ მიიღო რეზოლუცია და არ შეურბილა რუსეთის ფედერაციას მდგომარეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში, მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესებში რაიმე ცვლილება, ამაზე კომიტეტებში მომავალში გაგრძელდება მსჯელობა",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)