|
2015-06-09 16:40:18, 854 ნახვა
ეკონომიკა
დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ „m2 გალერეა“ გახსნა
დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე, „m2 გალერეა“ გახსნა. სრულიად ახალი კონცეფციის მქონე უნიკალური „m2 გალერეა“ თბილისში, ქავთარაძის N1-ში მდებარეობს. „m2 გალერეაში“ 500კვ.მ.-ის ფართობზე განთავსებულია ინტერიერის დაიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში, წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიის „m2 უძრავი ქონება“ მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები. „m2 გალერეაში“ შესაძლებლია „m2“-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თანამედროვე დიზაინით მოწყობილ სივრცეში, მიიღოს დიზაინერის მომსახურება და შეარჩიოს მასალები საკუთარი სახლისთვის. „დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს ზუსტად ისეთი სერვისი, რომელიც მას სჭირდება. სწორედ ასეთია „m2 გალერეა“, სადაც მომხმარებელს დახვდება ნამდვილი საჩვენებელი ბინები, რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი. მომხმარებელს საშუალება ექნება რეალობაში შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთარი ბინა. ბინის მომავალი მფლობელი გაცილებით უკეთ შეაფასებს სივრცეს, რაც დაეხმარება მას ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმვაში. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ კი თავის მხრივ ზუსტად ასახავს ბინის მფლობელის სურვილებს ბინის გეგმარების და დიზაინის პროცესში“, - აცხადებენ „m2 უძრავი ქონება“- ში. „m2 გალერეაში“ დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს - სხვადასხვა დროს, გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები. „m2 გალერეის“ მომხმარებლები, მომსახურების მიღებასთან ერთად, გაეცნობიან და დაათვალიერებენ თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს. „m2გალერეის“ გახსნასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ქართველი ფოტოხელოვანის-გოგა ჩანადირისა და ირაკლი ბლუიშვილის ნამუშევრები იხილოს. ცნობისთვის, ამჟამად დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ პარალელურად 4-ი ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობას ახორციელებს, ესენია: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)