20:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 17:19:37, 2605 ნახვა

კომენტარი
თოლორაია: ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია, სექს-მუშაკებმა შსს-ს ინფორმაცია დროულად მოაწოდონ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის პრეზენტაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა 2016 წლის შედეგებს ასახავს.

მისი თქმით, კვლევაში მოყვანილი მაგალითების დეტალური განხილვა უკვე მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან:

„აღნიშნული კვლევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარებულია 2016 წელს და იგი ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების განხილვის მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ასევე, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას,  თუ დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელთა შესახებ მითითებულია საიას 2016 წლის კვლევაში. ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სექს-მუშაკებმა დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ", - განაცხადა თოლორაიამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics