|
2018-10-04 13:22:48, 3685 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსეთი კიბერთავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი კიბერთავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურებმა "უგუნური" თავდასხმები მოაწყვეს ბრიტანული ინსტიტუტების, კომპანიებისა და სპორტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. მანვე დასძინა, რომ ამ ტიპის თავდასხმებმა ქვეყანას მილიონობით ფუნტი სტერლინგის ზარალი მოუტანა. ჰანტერის მტკიცებით, კრემლის დავალებით კიბერთავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის სათაო ოფისზეც განხორციელდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა დაადგინა, რომ კონკრეტული ჰაკერები, რომლებმაც თავდასხმები განახორციელეს, კრემლის დავალებით მოქმედებდნენ. მისივე თქმით, საქმეში რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ ჩართული. აღსანიშნავია, რომ დიპლომატმა სოლსბერიში მომხდარი ინციდენტიც გაიხსნა და ოფიციალური მოსკოვი რუსეთის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვაში ისევ დაადანაშაულა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)