|
2015-06-09 11:04:24, 643 ნახვა
სამართალი
შსს-მ დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ნ. დეპუტატ გიორგი კანდელაკის გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 8 ივნისს, დღის საათებში, თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, გიორგი კანდელაკს მისი კუთვნილი „ნისანის“ მარკის ავტომობილის სალონიდან „ეფლის“ ფირმის პორტატიული კომპიუტერი და პირადი დოკუმენტები მოჰპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილი კომპიუტერი და პირადი საბუთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)