|
2018-10-02 19:15:22, 2123 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედას -მ.კ.-ს ზურგის არეში ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. "სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)