02:33 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 16:58:25, 990 ნახვა

რეგიონი
შუახევმა საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზი“-ს უმასპინძლა

ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი" წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. “თოფუზი” რეგიონში 1-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

დღეს ფესტივალს შუახევი მასპინძლობდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში მასტერკლასები და ვორქშოფები გაიმართა, სადაც ბავშვებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ანიმაციის წარმოების პროცესს და მიეღოთ მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაში.

შემდეგ კი გაიმართა ქუჩის მსვლელობა - „ბარაბანშოუ“, სადაც ფესტივალის მსახიობებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა.

ღონისძიება სხვადასხვა კატეგორიის ანიმაციური ფილმების ჩვენებით დასრულდა, მათ შორის ნაჩვენები იქნა ფესტივალ „ექო თოფუზის“ ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმებიც.

 წარმოდგენილი ფილმებიდან საუკეთესო საბავშვო ფილმი შუახევის ბავშვებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, ხოლო ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური.

მე-10 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი" შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics