|
2015-06-09 09:18:12, 414 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი რამაზ დავითაიას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „ვუსამძიმრებ დღეს დაღუპული ჩვენი თანამემამულის, რამაზ დავითაიას ოჯახს. იგი გმირულად იბრძოდა როგორც ბრძოლის ველზე, ისე მისი დაჭრის შემდეგ იმისათვის, რომ საქართველოს ერთგულ მეომართა რიგებში დარჩენილიყო. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ასევე ყველა სამხედროსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)