|
2018-10-01 13:44:37, 3174 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს
კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სეპარატისტული მოძრაობა „რესპუბლიკის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა ქალაქსი გზები გადაკეტეს, ასევე ბლოკირებულია სარკინიგზო სადგურები. ამასთან, მათ გადაკეტილი აქვთ საფრანგეთ-ესპანეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ქუჩებში სხვადასხვა ბანერები გააკრეს და ასევე ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დროშა მოხსნეს. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ამის შემდეგ რეგიონულმა მთავრობამ კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. 2017 წლის ნოემბერში ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)