23:15 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 12:39:12, 1516 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ერთი მსახიობის თეატრსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებებს ერთი მსახიობის თეატრსა და ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

„ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ ისურვებს, ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ოქუაშვილს მოუწევს თითოეული თეთრისა და ლარის გადახდა, რომელიც ბიუჯეტში აქვს გადასახდელი. შეხვედრა შედგა. მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ვიყავი ძალზე ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ პერიოდში სამწუხაროდ, დააგროვა ვალი ბიუჯეტში. პირადად ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან -ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც. ოქუაშვილი გადაიხდის თითოეულ თეთრსა და ლარს საქართველოს ბიუჯეტში, რაც ეკუთვნის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics