|
2018-09-29 09:46:18, 3632 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელშია
კომპანია „ფეისბუქის“ უსაფრთხოების სისტემაში უკანონოდ შეღწევის გამო, სოციალური ქსელის დაახლოებით 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელშია. "კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულმა ჰაკერულმა თავდასხმამ 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში მოიცვა, რის შედეგადაც მათმა პირადმა ინფორმაციამ გაჟონა", - ამის შესახებ “New York Times” კომპანიაზე დაყრდნობით წერს. " ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს „ფეისბუქის“ კოდის დაუცველობით, რამაც გავლენა იქონია ფუნქციაზე „ჩემი პროფილის ნახვა“. - ამან მათ საშუალება მისცა მოეპარათ წვდომის მარკერები, რომლებიც მათ შემდეგ გამოიყენეს ადამიანთა „ექაუნთების“ გასაკონტროლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ შემთხვევის გამო, 90 მილიონზე მეტი ფეისბუქ მომხმარებელი სისტემამ საიტიდან ავტომატურად გამოაგდო. მათ შორის საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)