|
2018-09-28 17:19:53, 1014 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია ევროკავშირის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა. მინისტრმა კარლ ჰარცელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომი მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ძალისხმევა უსაფრთხოების სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაცია საერთო ჯამში ძალიან წარმატებულია, რაზეც მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, მინისტრთან და სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დიდი მიღწევის არასასურველი ეფექტი. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი სამუშოა გასაწევი, თუმცა დასაფასებელია, საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგეგ არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით გაწეული საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)